weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თუ გინდათ რომ პანკისში ტერორისტები არ იყვნენ, ნუ შექმნით მათ - თემურ ქავთარაშვილი

18:27 ოთხშაბათი, 27 დეკემბერი 2017

„დღეს ჩვენ ცუდს არავის ვუკეთებთ. ეს ყველაზე მშვიდობიანი ადგილია, მაგრამ ზოგიერთებს სურთ, რომ ჩვენ ვიყოთ საზიანო, ტერორისტები, ექსტრემისტები და ბევრი ცდილობს, რომ ეს იარლიყი მოგვაკეროს. თუ გინდათ, რომ პანკისში ტერორისტები არ იყვნენ, ნუ შექმნით ტერორისტებს. თუ თქვენ არ შექმნით ტერორისტებს, აქ ტერორისტები არ იქნებიან“, - განაცხადა პანკისში დღეს გამართულ საპროტესტო შეკრებაზე ერთ-ერთმა რელიგიურმა ლიდერმა, თეოლოგმა თემურ ქავთარაშვილმა.

„თუ თქვენ გგონიათ რომ ჩვენ გაყოფილები ვართ და ერთნი არ ვართ, დღეს კარგად ჩანს, რომ ჩვენ ერთიანები ვართ. თუ თქვენ ამბობთ, რომ უფროსებს არ უსმენენ, უფროსები აქ, ჩვენს წინ დგანან. თუ თქვენ ამბობთ, რომ ჩვენს შორის შუღლია, შუღლი რომ იყოს აქ არ ვიდგებოდით. ძვირფასო ძმებო, საერთო აზრზე ვიყოთ, უფროსებს მოვუსმინოთ, უმცროსების აზრი გვერდზე არ გადავდოთ და უმცროსებსაც მოვუსმინოთ“, - აღნიშმა თემურ ქავთარაშვილმა.

პანკისში დღეს საპროტესტო შეკრება გაიმართა, რომელსაც 1000-მდე ადამიანი ესწრებოდა. აქციის მონაწილეებმა პანკისში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმის მიერ, ერთ-ერთი დაკავებულის, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრა გააპროტესტეს. მაჩალიკაშვილს ჭრილობა თავის არეში აქვს. მას ოპერაცია ჩაუტარდა, რეანიმაციაში რჩება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

აქციის მონაწილეების თქმით, ხუთივე პირის დაკავება, ვინც სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს, "სახლებში სპეცრაზმის დაცემის" გარეშეც შეიძლებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]