weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც ქართველის დაჭრაშია ეჭვმიტანილი

11:10 ხუთშაბათი, 28 დეკემბერი 2017

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც ქართველის დაჭრაშია ეჭვმიტანილი. ფრანგული მედიის ინფორმაციით, მამაკაცებს შორის ჩხუბი ლონჟედუას კომუნაში მდებარე თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში მოხდა.

დაკავებულმა სავარაუდიდ ცივი იარაღით 33 წლის მამაკაცის რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარის შესახებ პოლიციას ექთანმა შეატყობინა. ჩხუბში მონაწილე საქართველოს მოქალაქეს სამართალდამცავები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ. ის ქალაქ ბრიუდის რკინიგზის სადგურზე დილით დააპატიმრეს.

ეჭვმიტანილი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ჩხუბის მიზეზი გამოძიებამ ჯერ ვერ დაადგინა, თუმცა ირკვევა, რომ დაპირისპირების მონაწილეები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]