მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას კომპანია „ანაგი“ ახორციელებს. როგორც კომპანიაში განაცხადეს, მათი მხრიდან მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
„ეს პიროვნება აწარმოებდა ამწის დიაგნოსტიკას და როდესაც ქვემოთ ჩამოდიოდა, დაახლოებით მეოთხე-მეხუთე სართულზე, ეტყობა ფეხი აუცურდა და ჩამოვარდა“, - უთხრა „აჭარის ტელევიზიას“ მერაბ ჩხირკვაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
გუშინ, ქუთაისში, „იბერიის ვარსკვლავის“ მშენებარე ობიექტიდან ორი მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. ინციდენტი სავარაუდოდ ამწის ბოგირის გაწყვეტამ გამოიწვია. კომპანიაში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ნორმები მუშებმა დაარღვიეს, რადგან ამწე-მექანიზმი ადამიანების ასაყვანად არ იყო გათვალისწინებული.