weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქრთამის აღების ბრალდებით ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები დააკავეს

10:41 პარასკევი, 29 დეკემბერი 2017

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები ამირან დ. და ქეთევან დ. დააკავეს.

სუს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაჰპირდნენ ფერწერულ ნახატზე ყალბი დასკვნის გაცემას, თითქოსდა ნახატი იყო რიხარდ ზომერის ორიგინალი ნამუშევარი, რის სანაცვლოდაც მოსთხოვეს და გამოართვეს 7 000 აშშ დოლარი.

„2017 წლის 27 დეკემბერს, ამირან დ-მ და ქეთევან დ-მ, ზემოაღნიშნულ პირს მოთხოვნილი თანხის ნაწილი, 1 000 აშშ დოლარი გამოართვეს. 2017 წლის 28 დეკემბერს, დაკავებულებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს გადასცეს დასკვნა, სადაც მიუთითეს, რომ აღნიშნული ნახატი იყო რიხარდ ზომერის ორიგინალი ნამუშევარი და გამოართვეს ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის დარჩენილი ნაწილი, 6 000 აშშ დოლარი,რა დროსაც ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25, 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]