weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კომუნიკაციების კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა

11:29 პარასკევი, 29 დეკემბერი 2017

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „საზოგადოებრივი მაუწყებლი“ წერილობით გააფრთხილა. კომისიის განცხადებით, მათ მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში კომპანია „ასკანელის“ მაგარი სპირტიანი სასმელის „ასკანელი XO“ სარეკლამო რგოლი იყო განთავსებული.

კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა. კანონმდებლობით კი მაგარი სპირტიანი სასმელების რეკლამის გავრცელება რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით აკრძალულია.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში აღნიშნული სარეკლამო რგოლის განთავსებით დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობა. გამომდინარე იქიდან, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ მსგავსი დარღვევისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა“, - განაცხადეს კომისიაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]