weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან ე.წ. საზღვარს დროებით დაკეტავენ

11:07 შაბათი, 30 დეკემბერი 2017

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან ე.წ. საზღვარი 31 დეკემბრიდან 2018 წლის 2 იანვრის დილამდე დაიკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ავრცელებს.

„ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბრის 22:00 საათიდან დროებით შეჩერდება მოქალაქეთა გადაადგილება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის ადგილებში. გამშვები პუნქტების მუშაობა 2 იანვრის, 06:00 საათიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის განცხადებაში.

მათივე განმარტებით, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრება ახალი წლის სადღესასწაულო დღეებს უკავშირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]