weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თუშეთში მაშველებმა ზვავის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს

19:37 კვირა, 14 მაისი 2017

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, თუშეთში, აბანოს უღელტეხილს იქით, ზვავის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. მამაკაცი სოფელ ლალისყურეში ცხოვრობდა. კახეთის გუბერნატორის მოადგილის ირაკლი შიოშვილის განცხადებით, პაატა ბ–ძე კომპანია „გერალის“ მიერ იყო დაქირავებული და თუშეთის გზის გასაწმენდად, ტექნიკას საწვავით ამარაგებდა.

თუშეთის გზაზე, დაახლოებით 55–ე კილომეტრზე ზვავი დღეს ჩამოწვა და მამაკაცი ქვეშ მოიყოლა.

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, ზღვის დონიდან 2950 მეტრზე. თუშეთის გზა გაწმენდილია თითქმის 56–ე კილომეტრამდე, სადაც მთა არის მოწყვეტილი, მდინარეა დაგუბებული და გზა აღარ არის. გზის გაწმენდით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „გერალი“ აწარმოებს.

ომალო-ალვანის საავტომობილო გზა ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. BBC–მ 2013 წელს ეს გზა ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]