weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მუზეუმის თანამშრომლებს, რომლებიც თაღლითობის მცდელობისთვის დააკავეს, გირაო შეეფარდათ

18:46 შაბათი, 30 დეკემბერი 2017

თბილისის საქალაქო სასამართლომ ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებს, რომლებიც თაღლითობის მცდელობაში არიან ბრალდებულები, აღკვეთს ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა, საპატიმრო უზრუნველყოფით. გირაოს გადახდის ვადად განისაზღვრა 20 დღე.

„აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო წარდგენილი ბრალის სიმძიმე და ხასიათი,  ასაკი, პიროვნება, ის გარემოება, რომ ბრალდებულები არ არიან წარსულში ნასამართლევნი, მათი საქმიანობა, ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობა. ყოველივეს გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები და ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობებშიც მიღწეული იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნები“, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით ეროვნული მუზეუმის ორი თანამშრომელი დააკავა. საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის დეკემბერში ა. დ.–მ და ქ. დ.–მ  7 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, განიზრახეს თაღლითურად დაუფლებოდნენ ლიბანის მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას, რომელიც დაინტერესებული იყო საქართველოში მხატვარ რიხარდ ზომერის ფერწერული სურათის ასლის შეძენით.  ბრალდებულები,  რომლებიც მუშაობდნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში  უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაპირდნენ ოფიციალურ დასკვნას, თითქოსდა ტილოზე შესრულებული ფერწერული სურათი წარმოადგენდა მხატვრის ორიგინალ ნამუშევარს, რისთვისაც წინასწარ გამოართვეს მოთხოვნილი თანხის  ნაწილი.  2017 წლის 28 დეკემბერს, თაღლითური გეგმის შესაბამისად, ბრალდებულებმა ყალბი დასკვნის სანაცვლოდ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების  მიზნით,  მოტყუებით გამოართვეს დარჩენილი თანხის ნაწილი.

სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 13 თებერვალს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]