weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

22:56 კვირა, 31 დეკემბერი 2017

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოსახლეობას პიროტექნიკის გამოყენებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და რეკომენდაციებით მიმართავს. სააგენტოს ინფორმაციით, საახალწლოდ მოსახლეობის მიერ ხდება დიდი რაოდენობით პიროტექნიკული ნაწარმის გამოყენება და მნიშვნელოვნად იზრდება კონკრეტული პირის, ან შენობა-ნაგებობის დაზიანების საფრთხე.

იმისათვის, რომ დავიცვათ საკუთარი და სხვისი უსაფრთხოება და თავიდან ავიცილოთ არასასურველი შემთხვევები, რეკომენდირებულია:

არ გამოიყენოთ პიროტექნიკა ხალხმრავალ ადგილებსა და დახურულ სივრცეში;

  • სადღესასწაულო „ასაფეთქებლებს“ მოარიდოთ მოზარდები და არ დართოთ მათი გამოყენების უფლება, უკიდურეს შემთხვევაში, მეთვალყურეობის გარეშე;
  • გაეცნოთ პიროტექნიკული ნაწარმის კონკრეტული სახეობის გამოყენების ინსტრუქციას;
  • თავისუფალი გაყიდვისათვის ნებადართული პიროტექნიკური შემადგენლობის მქონე ნაკეთობა, რომელიც განკუთვნილია სინათლის, ხმოვანი, კვამლის და კომბინირებული ეფექტების შესაქმნელად, გამოყენებამდე, შეინახეთ სახანძრო- უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად.
  • შესაძლო ზარალის თავიდან აცილების მიზნით: არ დატოვოთ კარი და ფანჯარა ღია მდგომარეობაში მაშინ, როდესაც მოსახლეობა მასობრივად დაიწყებს პიროტექნიკული ნაწარმის გამოყენებას;
  • ნუ დადებთ ღია აივანზე ნივთებს, რომელსაც შესაძლოა ცეცხლი სწრაფად მოედოს.
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]