weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პრეზიდენტმა ახალი წელი საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრებ დათა ვანიშვილს მიულოცა

23:11 კვირა, 31 დეკემბერი 2017

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორის რაიონის ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრებ დათა ვანიშვილს და ადგილობრივ მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა, მშვიდობა და საქართველოს გაერთიანება უსურვა.

"მინდა, რომ აქედან მოგილოცოთ ახალი წელი. იმ ადგილიდან, რომელიც ყველაზე მეტად გვტკივა. აქ, რუსმა ოკუპანტებმა ჩვენს ცოცხალ სხეულზე გაავლეს ეს მავთულხლართი და გაჭრეს ჩვენი ქვეყანა დროებით.

როცა ჩამოვდივარ აქ, ყოველთვის მომავლის იმედის და იმის განცდა მეუფლება, რომ ეს მავთულხლართი აუცილებლად იქნება აღებული. იქნება აღებული მშვიდობით, ჩვენი და საქართველოს ყველა მოქალაქის გაერთიანებით.

ვულოცავ დათა პაპას, ადამიანს, რომელიც ესე გმირულად აგრძელებს მავთულხლართს იქით თავის მოღვაწეობას თავის ქვეყანაში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა და დათა ვანიშვილს სიმბოლურ საჩუქრად იმ ფოტოების ალბომი გადასცა, სადაც ასახულია საქართველოს მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ.

გიორგი მარგველაშვილმა ხურვალეთის საგუშაგოზე, პოლიციელებსაც მიულოცა დამდეგი ახალი წელი, მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]