„ახალშობილი მამრობითი სქესისაა, 3.25 კილოგრამი და 50 სანტიმეტრი. დაბადებულია დროული ფიზიოლოგიური მშობიარობის შედეგად. როგორც ჩანს დედამ მიატოვა. ჩვილის ადაპტაციის პროცესმა ჩაიარა გართულების გარეშე“, - განაცხადა კლინიკა „რუსთავის“ ბავშვთა განყოფილების გამგემ, ნინო ონიანმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს და 6 თვიდან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.