weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლემ სხვა მოსამართლეებზე 2-ჯერ მეტი დანამატი აიღო

14:27 ორშაბათი, 08 იანვარი 2018

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ შორენა ყაველაშვილმა, რომელიც „რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველი კოლეგიის ერთ-ერთი წევრი იყო, 2016 წელს დანამატის სახით 45 900 ლარი მიიღო, რაც სხვა მოსამართლეთა დანამატებს 2-ჯერ და მეტად აჭარბებს.

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგო თვეში 5000 ლარია. 5800 ლარს შეადგენს სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასი, თავმჯდომარის მოადგილისა კი 5600 ლარს. 

ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, 2016 წელს თბილისის საააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა შრომის ანაზღაურების სახით 105 900 ლარი მიიღო, საიდანაც 60 000 ლარი თანამდებობრივი სარგოა, 45 900 ლარი კი დანამატების თანხაა. შესაბამისად, შორენა ყაველაშვილმა ხელფასის ოდენობით დანამატი ერთი წლის განმავლობაში 9-ჯერ აიღო. 

შორენა ყაველაშვილის მიერ მიღებული დანამატების ოდენობა 2-ჯერ აღემატება თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების ყველა სხვა მოსამართლის, ისე ამ სასამართლოების თავმჯდომარეების დანამატებს. 

მაგალითად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მაშინდელი თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის წლიური ანაზღაურება 92 595 ლარი იყო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დიმიტრი გვრიტიშვილისა კი 88 995 ლარი.  

იმავე პერიოდში სააპელაციო სასამართლოების სხვა რიგით მოსამართლეთა  წლიური ანაზღაურება 81 000 ლარის ფარგლებში იყო, საიდანაც სახელფასო დანამატების თანხა საშუალოდ 21 000 ლარია, ანუ მათზე ხელფასის ოდენობით დანამატი კვარტალში ერთხელ გაიცემოდა. 

წინა წლებში მნიშვნელოვნად ნაკლები იყო თვითონ შორენა ყაველაშვილის ანაზღაურებაც: 2015 წელს იგი 80 019 ლარს შეადგენდა, 2014 წელს - 80 787 ლარს და ა.შ.. 

აღსანიშნავია, რომ 2016-2017 წლებში შორენა ყაველაშვილმა საბანკო სესხის გარეშე შეიძინა 67 300 აშშ დოლარის ღირებულების ქონება. მათ შორის, 52 300 აშშ დოლარის უძრავი ნივთები (ბინა და 2 ავტოფარეხი) და 15 000 აშშ დოლარის ღირებულების 2 ავტომანქანა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]