გიორგი კაპანაძე რესტორანში მეუღლესთან და ახლობლებთან ერთად იმყოფებოდა. ცეკვის დროს, რესტორანში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა დაარტყა, რის შემდეგაც ინციდენტი ჯგუფურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. qartli.ge იუწყება, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, დაპირისპირება გიორგი კაპანაძის მიერ გამოწერილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს უკავშირდება.
კლინიკა „გორმედის“ ექიმის, მერაბ მაისურაძის განცხადებით, გიორგი კაპანაძეს ყბა აქვს მოტეხილი. მისივე თქმით, ქირურგიული ოპერაციის შემდეგ პაციენტი სახლში გაწერეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს. მომხდართან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ.