დავით ტორიაშვილი ბოლოს ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის მაღაზიაში ნახეს, სადაც სიგარეტის შესაძენად იყო შესული. როგორც მაღაზიაში ამბობენ, მას ხელი ჰქონდა მოტეხილი და ნაცემი იყო.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დავით ტორიაშვილმა თბილისის N81 საჯარო სკოლა 2016 წელს დაამთავრა.