როგორც სოილუმ განაცხადა, ირანთან კედლის მშენებლობა ქვეყანას ტერორისტების, კონტრაბანდის და არალეგალი მიგრანტების შემოდინების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება.
„ისინი ცდილობენ იპოვონ ახალი გზა. ჩვენ ჩვენი ზომები მივიღეთ. ვფიქრობ ამ ნაბიჯს რამდენიმე თვეში არდაჰანშიც გადავდგამთ. ჩვენ არ ვაპირებთ სასაზღვრო კედლის აშენებას, მაგრამ დავამონტაჟებთ ელექტრონულ სისტემას. ვცდილობთ შევქმნათ ქილისში არსებული ელექტრონული სისტემის მსგავსი, ახალი მოდელი“, - განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ირანის საზღვართან 144-კილომეტიანი კედლის ნახევრი უკვე აშენებულია. სულეიმან სოილუს თქმით, სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების მთავარი მიზეზი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იყო.