weather cur horoscope tv
ნოემბერი 14, 2024

19 წლის ბიჭის მკვლელობის ბრალდებით 1, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის კი 5 პირი დააკავეს

15:34 სამშაბათი, 09 იანვარი 2018

19 წლის დავით ტორიაშვილის მკვლელობის ბრალდებით ერთი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის კი 5 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ტორიაშვილი 29 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს და ცხედარი მტკვარში გადააგდეს.

„ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი - 1991 წელს დაბადებული ნ.ქ., ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით - 5 პირი: 1983 წელს დაბადებული ი.შ., 1987 წელს დაბადებული ნ.მ., 1991 წელს დაბადებული ზ.ლ.,1983 წელს დაბადებული რ.ხ. და 1990 წელს დაბადებული გ.ი.

2017 წლის 29 დეკემბერს 1998 წელს დაბადებული დ.ტ.-ს გაუჩინარების შესახებ მისმა ოჯახმა პოლიციას შეატყობინა. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა).

პარალელურად, პოლიცია გაუჩინარებული პირის ძებნის ინტენსიურ ღონისძიებებს ახორციელებდა. სამართალდამცველებმა დ.ტ.-ს ცხედარი მიმდინარე წლის 8 იანვარს თბილისში, მდინარე მტკვარში აღმოჩინეს და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველების დახმარებით წყლიდან ამოიტანეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს 1991 წელს დაბადებულმა პირმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გადაჭრილი თოფისა და ცივი იარაღის გამოყენებით ყელისა და გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა თავის ნაცნობს - 1998 წელს დაბადებულ პირს და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდო.

ფაქტის შემსწრე 5 პირი, რომლებმაც არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის უკვე დაკავებულია, თუმცა, ბრალდებულ პირთა წრე შესაძლოა გაიზარდოს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - გადაჭრილი თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის გათვალისწინებულია 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მკვლელობაში ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დანაშაულის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდონ სამართალდამცველ ორგანოებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]