weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა შესაძლოა 2-ჯერ იყოს განხორციელებული

13:56 ოთხშაბათი, 10 იანვარი 2018

„არსებობს ფოტოები, რამაც შესაძლოა მთლიანად თავდაყირა დააყენოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვერსია“, - აცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტს სწავლობს.

პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, საუბარია 26 დეკემბერს, სოფელ დუისში მაჩალიკაშვილების სახლში სპეცოპერაციის დასრულებისთანავე გადაღებულ ფოტოებზე, რომელზე დაყრდნობითაც სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით, მისივე საძინებელ ოთახში, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს გასროლა ორჯერ განეხორციელებინათ.

მას შემდეგ, რაც პროკურატურამ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო და შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა იმუშავეს, კედელი, სადაც ტყვია იყო გავლილი, გამოთხრილია და აღარაფერი ჩანს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, 26 დეკემბერს, გვიან ღამით, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საკუთარ საძინებელ ოთახში თავის არეში დაჭრეს. სუს-ის განცხადებით, მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის ამოქმედებას აპირებდა, რის გამოს მას ესროლეს. ოჯახის წევრების განმარტებით, თემირლანს ხელყუმბარა არ ჰქონია და ის მის ოთახში დაჭრის შემდეგ სამართალდამცავებმა დადეს.

თემირლან მაჩალიკაშვილს თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც თბილისში გადაიყვანეს. ორი კვირის განმავლობაში კომატოზური მდგომარეობით ის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში იყო მოთავსებული. ოჯახი მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვდა, მაგრამ დღეს, 10 იანვარს, გამთენიისას თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა. ექიმების განცხადებით, მას გული გაუჩერდა და რეანიმაციულმა ღონისძიებებმა შედეგი ვერ გამოიღო.

მისი ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც ესქპერტიზას ოჯახის ადვოკატის მოთხოვნით, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილიც დაესწრო.

26 დეკემბრიდან დღემდე, პანკისში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 პირი დააკავა. სუს-ი თემირლან მაჩალიკაშვილსაც ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის წევრების დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]