weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

2017 წელს პრეზიდენტმა 565 პირს უარი უთხრა მოქალაქეობის მინიჭებაზე – თეა წულუკიანი

18:25 ოთხშაბათი, 10 იანვარი 2018

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, 2017 წელს სერვისების განვითარების სააგენტოს დადებითი დასკვნის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტმა 565 პირს უარი უთხრა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე. მისივე თქმით, 565 პირიდან 89% საქართველოს ყოფილი მოქალაქე, საქართველოში დაბადებული ან მათი ოჯახის წევრი იყო.

„ამგვარი პოლიტიკა, ვფიქრობ, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის სულისკვეთებას, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭებათ მათ, ვისთან მიმართებაშიც სახელმწიფო ინტერესი არსებობს. ჩვენ ვთლიდით და ახლაც ვთვლით, რომ საქართველოს ყოფილი მოქალაქისთვის, საქართველოში დაბადებული პირისთვის, საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესია, რადგან ეს ადამიანები ომიანობის, ეკონომიკური სიდუხჭირის ან სხვა გარდაუვალი სირთულის გამო დროებით დაშორდნენ სამშობლოს და სურთ დაბრუნება. მათ ჩვენ კარი უნდა გავუხსნათ“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანმა ისაუბრა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დაკომპლექტების წესში პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე, რომელიც ძალაში 15 იანვრიდან შევა. ცვლილებების თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა კომისია, ოთხის ნაცვლად ექვსი წევრით დაკომპლექტდება და მას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს.

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილი ახალი რეალობის პირობებში, 15 იანვრიდან, იმ პირებს, ვისაც საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება სურთ, კვლავ შეეძლებათ განცხადება შეიტანონ ჩვენი სისტემის ტერიტორიულ სამსახურებში - იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში. მაგრამ გასაუბრებასა და სხვა, კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს, ისინი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაივლიან. იმედი მაქვს, რომ კომისიის თავისთან გადატანით, საქართველოს პრეზიდენტი მის მიერ გასულ წელს წარმოებულ პოლიტიკას არ გააგრძელებს და მას პოზიტიური და სამართლიანი დინამიკით შეცვლის“, – განაცხადა წულუკიანმა.

სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, 2017 წელს, გიორგი მარგველაშვილმა უცხო ქვეყნის 3 000 მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]