weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აშშ-მა საქართველო მოგზაურთათვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

17:39 ხუთშაბათი, 11 იანვარი 2018

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკელი მოგზაურებისთვის უსაფრთხოების ახალი რეკომენდაციები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ჯგუფშია.

"საქართველოში საკმარისია უსაფრთხოების სტანდარტული ზომების დაცვა. არ გაემგზავროთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამოქალაქო არეულობის, დანაშაულისა და აუფეთქებელი ჭურვების გამო. აშშ-ის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს ვერ უზრუნველყოფს გადაუდებელი სერვისებით აღნიშნულ რეგიონებში", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ქვეყნები უსაფრთხოების მიხედვით ოთხ კატეგორიად დაყო. პირველ ჯგუფში მოხვდნენ ქვეყნები, სადაც უსაფრთხოების სტანდარტული ზომების დაცვა საკმარისია. მეორე ჯგუფის ქვეყნებში ტურისტებს მეტი სიფრთხილის გამოჩენა მართებთ. აშშ-ის მთავრობა მოქალაქეებს ურჩევს მესამე ჯგუფის ქვეყნებში გამგზავრებამდე, გეგმებს გადახედონ, რადგან ამ კატეგორიის ქვეყნებში ვითარება შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიცვალოს. მეოთხე ჯგუფის ქვეყნებში, სიცოცხლისთვის შესაძლო საფრთხის გამო, გამგზავრებისგან თავის შეკავებაა რეკომენდირებული.

პირველი ჯგუფის ქვეყნებს შორის არის სომხეთიც, ხოლო აზერბაიჯანი მეორე ჯგუფში მოხვდა. რუსეთი და თურქეთი კი უსაფრთხოების მხრივ მესამე კატეგორიაში არიან.

მეოთხე ჯგუფში არიან ავღანეთი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ირანი, ერაყი, ლიბია, მალი, ჩრდილოეთ კორეა, სომალი, სამხრეთ სუდანი, სირია და იემენი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]