weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თიანეთის ბიუჯეტი 1-ელ აპრილამდე თუ არ დამტკიცდა, მთავრობა მერს და საკრებულოს დაითხოვს

20:10 ხუთშაბათი, 11 იანვარი 2018

თიანეთის საკრებულომ მერის მიერ წარდგენილი 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე 2-ჯერ ჩააგდო. თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური საკრებულოს ქმედებებში პოლიტიკურ მოტივს ხედავს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს.

„ბიუჯეტი ორჯერ პოლიტიკური ნიშნით ჩააგდეს. პროექტი, რომელიც საკრებულოს წარედგინა, ჩემი წინამორბედის მიერ იყო შედგენილი. დროც არ მქონდა გავცნობოდი, მიუხედევად ამისა, მაინც ჩააგდეს. მივესალმები, თუ არჩევნები დაინიშნება და ეს მარაზმი დასრულდება. ალბათ საკრებულოში ვინმეს ეყოფა გონიერება და არ ჩაყვებიან სამარეში ზოგიერთ პოლიტიკურ მოძრაობას“, – განაცხადა მეჭიაურმა. 

თიანეთში ხელახლა არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი წოწკოლაურიც. 

რა სამართლებრივი შედეგები მოსდევს საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არდამტკიცებას? 

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს აღმასრულებელი ორგანო - მერი წარუდგენს საკრებულოს, რომელიც ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს დადგენილებას მისი დამტკიცების შესახებ. 

თუ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში, ანუ 2018 წლის 1 აპრილამდე, ბიუჯეტის პროექტი არ იქნა დამტკიცებული, საქართველოს მთავრობა საკრებულოს და მერს ვადამდე შეუწყვეტს უფლებამოსილებას, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის მუნიციპალიტეტში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ. 

პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს მთავრობის მიერ დანიშნული  რწმუნებული ან საგანგებო ადმინისტრაცია, რომელიც კოლეგიური ორგანოა. ახალი მერის არჩევამდე ეს ფუნქცია შეიძლება დაეკისროს მუნიციპალიტეტის მოქმედ მერსაც. 

საკრებულოს და მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის კანონიერების საკითხი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. გასაჩივრების უფლება აქვს საკრებულოს წევრთა არანაკლებ ¼-ს ან მუნიციპალიტეტის მერს. 

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, მას, პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი პირის წარდგინებით, მთავრობა დაამტკიცებს. 

აღნიშნული საფუძვლით საკრებულოს და მერისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდება. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]