ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
ინტენსიური თოვის გამო შეზღუდვებია დაწესებული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე. კერძოდ, გზის კმ38-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ტრაილერების გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დაწესებული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.