სკოლის გახსნის ღონისძიებაში ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მიიღო მონაწილეობა. „ძალიან მნიშვნელოვანია მისი გახსნა, რადგან ამ სკოლაში სწორედ იმ პროფესიის ადამიანები მომზადდებიან, რომელთა დასაქმებაც პრაქტიკულად გარანტირებულია და ვინც ჩვენს ქვეყანას ტურიზმის განვითარების მიმართულებით ძალიან სჭირდება“, - აღნიშნამინისტრმა.
სკოლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ, განათლების სამინისტრომ და სამთო გამყოლთა ასოციაციამ დააფუძნეს. სასწავლებელს მხარდაჭერა აღმოუჩინა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“, რომელმაც სკოლას ნახევარ მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაფინანსება გამოუყო.