weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ეს არის ბრძოლა, რომ ჩვენც არ დავკარგოთ შვილები და ახლობლები - მუსა პანკისელი

20:19 პარასკევი, 12 იანვარი 2018

მაჩალიკაშვილის საქმე - ეს არის ჩვენი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მაჩალიკაშვილის ოჯახმა დასაკარგი უკვე დაკარგა, ფაქტობრივად მაგათ დასაკარგი აღარაფერი აქვთ. ეს არის თითოეული ჩვენგანისთვის ბრძოლა, რომ ჩვენც არ დავკარგოთ ჩვენი შვილები და ახლობლები, - განაცხადა პანკისის ხეობის სალაფიტური თემის იმამის წარმომადგენელმა მუსა პანკისელმა (მურაზი გოდერძიშვილი) დუისის მეჩეთში გამართული შეხვედრის შემდეგ.

პანკისის სალაფიტური თემის იმამს და წარმომადგენლებს დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე შეხვდნენ.

„სხვადასხვა საკითხზე ვილაპარაკეთ. კონკრეტულად სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, გვაქვს ბევრი კითხვა, დაჭრილი ადამიანის საავადმყოფოში გადაყვანის თაობაზეც. ეს საქმე უნდა იყოს გამოძიებული ობიექტურად და სწრაფად, დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი. ძალიან ბევრი საქმეა ჩვენს ქვეყანაში თაროზე შემოდებული, გამოუძიებელი და ასეთი განცდა არ უნდა დარჩეს ჩვენი ხეობის საზოგადოებაში და მთლიანად საქართველოში. გამოძიების მიმართ ნდობა ეჭვის ქვეშ დგება გამოუძიებელი საქმეების გამოც.

რაც შეეხება შეხვედრას, ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის, რომელიც აქამდე ძალიან იშვიათია ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. არ მოსულან და არ ყოფილა შეხვედრა აქაურ ახალგაზრდებთან.

არვიცი იქით როგორ უყურებენ ხეობას, მაგრამ ხეობაში ცხოვრობს უაღრესად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხი. ჩვენ ვაანალიზებთ თითოეულ ნაბიჯს, რომელიც იქნება ჩვენი მხრიდან გადადგმული, რომელიც არ უნდა იყოს სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი, არ უნდა იყოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. შევხედავთ როგორ წარიმართება გამოძიება და ამის შემდეგ შევხვდებით, დავილიპარაკებთ როგორი იქნება ჩვენი სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა მუსა პანკისელმა.

მეჩეთში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ სულხან სალაძემ და გიორგი გობრონიძემ პანკისის სათემო რადიოს გადაცემაში მიიღეს მონაწილეობა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, 26 დეკემბერს, შუაღამით პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი სპეცრაზმმა საკუთარ საძინებელ ოთახში დაკავებისას თავის არეში სასიკვდილოდ დაჭრა. სუს-ის განცხადებით, მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის ამოქმედებას აპირებდა და ამიტომ ესროლეს. ოჯახი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.მაჩალიკაშვილი 10 იანვარს რეანიმაციაში გარდაიცვალა. უსაფრთხოების სამსახური მასაც ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრთა დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ. მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 9 იანვარს, ახმეტაში კიდევ ეერთი პირი, პანკისის მკვიდრი ზურაბ იდოიძე დააკავეს. ხუთივე დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]