შსს-ს ცნობით, დაკავებულმა მსგავსი ქმედება გასულ წელსაც ჩაიდინა, რის გამოც პოლიციამ მის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოწერა.
საქმეზე გამოძიება ორსული ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შს სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს 29 დეკემბრამდე ქვემო ქართლში ოჯახური ძალადობის დროს 2 ადამიანი მოკლეს, 4-მა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო, სხვადასხვა სახის ოჯახური ძალადობის 203 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც სისხლის სამართლებრივი დევნა 167 შემთხვევაში დაიწყო.