weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ყოფილი ცოლისა და სიმამრის ცემაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

11:39 შაბათი, 13 იანვარი 2018
ფოტოზე დეა გოშხეთელიანი ფოტოზე დეა გოშხეთელიანი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ყოფილი ცოლის და სიმამრის ცემაში ბრალდებულ გრიგოლ ბაკურაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე თემურ სვანიძემ გააუქმა რაიონული სასამართლოს 5 იანვრის განჩინება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 3 ათასლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე.

გრიგოლ ბაკურაძის ადვოკატი მის გათავისუფლებას 20 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა.

„ეს არ იყო ძალადობრივი ქმედება. პირიქით, ეს ჩემი შვილის მხრიდან თავის დაცვის მექანიზმი იყო, რის დამადასტურებელ მტკიცებულებებს საქმის არსებითი განხილვის დროს წარმოვადგენთ“, - განაცხადა ბრალდებულის მამამ, გოჩა ბაკურაძემ.

პროკურატურის ინფორმაციით, გრიგოლ ბაკურაძემ ყოფილ მეუღლეს, 22 წლის მაგდალენა (დეა) გოშხეთელიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მათი არასრულწლოვანი შვილის და დაზარალებულის არასრულწლოვანი დის თანდასწრებით მიაყენა. კერძოდ, მეუღლეს ხელი  დაარტყა სახის არეში და ცემა სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. გრიგოლ ბაკურაძემ ასევე ცემა ყოფილი სიმამრი, რომელსაც რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახისა და თავში.

სამართალდამცველებმა გრიგოლ ბაკურაძე ქუთაისში 3 იანვარს დააკავეს. მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ არასრულწლოვანის თანდასწრებით ძალადობა) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა) გათვალისწინებული დანაშაული.

სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 თებერვალს არის ჩანიშნული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]