ორივე დაჭრილი ხაშურის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული. ახლობლების ინფორმაციით, ერთ-ერთი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მეორე დაჭრილის კი შედარებით მძიმე.
წინასწარი ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეები სრულწლოვნებმა დაჭრეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. მომხდართან დაკავშირებით ამ დროისთვის არავინ არის დაკავებული.