როგორც „რეგინფოს“ ოჩხამურში მერის წარმომადგენელმა როინ გოგიტიძემ უთხრა, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებული ბათუმის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
წინასწარი ინფორმაციით, მძღოლი, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადავიდა, ნასვამ მდგომარეობაში იყო. ავტოსაგზაო შემთხვევა 14 იანვარს, დაახლოებით 16:00 საათზე მოხდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.