„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში დისლოცირებულ სამხრეთის სამხედრო ოლქის „ძარცემის“ პოლიგონზე ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურემ დაიწყო საველე მოქმედებები უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით. მეთაურების ხელმძღვანელობით სამხედრო მოსამსახურეები სრულყოფენ სასროლი იარაღის და საბრძოლო ტექნიკის გამოყენების უნარებს“, - განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქის პრეს-სამსახურის უფროსმა ვადიმ ასტაფიევმა.
მისივე თქმით, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით სამხედროები ისწავლიან ტექნიკის მართვას, დაზვერვის წარმოებას, ცეცხლის გახსნას და ეკიპაჟის მეთაურობას. წვრთნები ჩატარედება მთიან და ტყიან ადგილებში როგორც დღის, ისე ღამის განმავლობაში.