weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხელვაჩაურში საჯარო სკოლის ახალი შენობა გაიხსნა

13:26 ორშაბათი, 15 იანვარი 2018

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში 300 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ორსართულიან შენობაში სპორტული დარბაზი, სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და ექიმის კაბინეტია განთავსებული. სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

ამჟამად კაპრეშუმის სკოლაში 98 ბავშვი სწავლობს და 22 პედაგოგია დასაქმებული. სკოლის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და სამუშაოებზე 911 ათასი ლარი დაიხარჯა.

„დაახლოებით ერთი წლის წინ, ზუსტად ამ ადგილას, ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი ახალი სკოლის მშენებლობას. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ სიტყვა იქცა საქმედ და ჩვენ მივიღეთ თანამედროვე ტიპის ახალი სკოლა, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს. სკოლა არის სრულად ადაპტირებული, არის მოწესრიგებული თანამედროვე ინფრასტრუქტურით, თანამედროვე ინვენტარით. ქვეყნის და ჩვენი ხელისუფლების სტრატეგია და განვითარების გეგმა არის ახალგაზრდა თაობა, მათ შორის, ახალი სკოლების მშენებლობა“, - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

მისივე თქმით, მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში 2018 წელს აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 39 საჯარო სკოლას, რაზეც 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

2018 წელს დაიწყება ქედისა და ფერიის საჯარო სკოლების მშენებლობა, განხორციელდება ჩხუტუნეთის, ქვედა მახოს, წინსვლის, ზემო წინსვლის, ყოროლისთავის საჯარო სკოლების სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია, ასევე აშენდება მახოს სპორტული და სააქტო დარბაზები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]