როგორც „რეგინფოს“ გარდაბანში მერის წარმომადგენელმა ოთარ გველებიანმა უთხრა, გარდაცვლილის მამა უცხოეთში სამუშაოდ რამდენიმე დღის წინ წავიდა. ბავშვი ბებიასთან ერთად ცხოვრობდა.
გოგონა 2016 წლამდე გარდაბნის მე-3 საჯარო სჯოლაში სწავლობდა. გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ნინო გვარამაძის ინფორმაციით, მოსწავლის სტატუსი მას 2016 წელს, სისტემატიური გამოუცხადებლობის გამო შეუჩერდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.