weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოთარ აბესაძეს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს

14:42 ორშაბათი, 15 იანვარი 2018

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე, რომელიც ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით რამდენიმე თვის წინ დააკავა, პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აბესაძეს პატიმრობა 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოთი შეუცვალა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ადვოკატებმა ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ახალი დასკვნა წარადგინეს, რაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი გახდა.

„წარვადგინეთ ექსპერტიზის დასკვნა, სადაც საუბარია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა 10 000 ლარიანი გირაოთი“, – განაცხადა ადვოკატმა ლილი გელაშვილმა.

ოთარ აბესაძე 2017 წლის 12 ივლისს დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში, მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების, თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან, დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]