weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ასპინძაში 46 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

17:18 ორშაბათი, 15 იანვარი 2018

ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნიალში 46 წლის გ.გ. ახლობლებმა გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციამ მისი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 26 წლის ი.ს. დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, 14 იანვარს, ბრალდებულმა გ.გ. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით სასიკვდილოდ დაჭრა. მამაკაცი ბარძაყში, არტერიასთან იყო დაჭრილი, რის გამოც სისხლისგან დაიცალა.

„სამართალდამცველებმა ი.ს. მომხდარიდან ერთ საათში, ცხელ კვალზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიალაში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო“, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო. ი.ს.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]