weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სახალხო დამცველი პანკისში შეხვედრებს გამართავს

21:46 ორშაბათი, 15 იანვარი 2018

16 იანვარს, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე და აპარატის თანამშრომლები პანკისის ხეობაში შეხვედრებს გამართავენ.

12:00 საათზე დაგეგმილია შეხვედრა სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებთან. 

13:30 საათზე სახალხო დამცველი დუისის კულტურის სახლში ადგილობრივ პედაგოგებს და უხუცეს ქალთა საბჭოს წევრებს შეხვდება. 

15:00 საათზე დაგეგმილია შეხვედრა უხუცესთა კავშირთან, 16:00 საათზე კი სახალხო დამცველი მუსლიმი სალაფიტური თემის წარმომადგენლებს სოფელ დუისის მეჩეთში შეხვდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]