weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სარფის საბაჟოსთან მოქალაქეები საზღვარზე დაწესებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ

11:29 სამშაბათი, 16 იანვარი 2018
სარფის საბაჟოსთან მოქალაქეები საზღვარზე დაწესებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ ფოტო © აჭარის ტელევიზია

სარფში, საქართველო-თურქეთის სასაზღვრო პუნქტთან აქცია იმართება. მოქალაქეები, რომლებიც თურქეთის საზღვრისპირა ქალაქებში არიან დასაქმებულები, თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც თურქეთში შესვლას, 90 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, მხოლოდ ბინადრობის უფლებით და სამუშაო ვიზით შეძლებენ. ახალი რეგულაციების თანახმად, დასაქმებულების თითოეული გადასვლა, თუნდაც რამდენიმე საათით, თურქეთში ყოფნის 1 კალენდარულ დღედ ითვლება.

საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ, რომ თურქეთმა ახალი რეგულაცია საქართველოსთან მიმართებაში გააუქმოს.

„თუ მათ უფლება აქვთ გადმოვიდნენ და ყველაფერი გააკეთონ საქართველოში, ჩვენ რა დავაშავეთ? მოგვაქციოს ყურადღება ხელისუფლებამ. თურქეთში ყოველდღე გადავდიოდით და პურის ფულს ვაკეთებდით, ესეც რომ შეგვიწყდება სად წავიდეთ? რა პასუხს გაგვცემს მთავრობა ამ მშიერ ხალხს?“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

სარფის საბაჟოთან შეკრებილები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან და თურქეთიდან შემოსულ ავტომანქანებს არ გაატარებენ, სანამ ხელისუფლების წარმომადგენელი არ შეხვდებათ.

2018 წლის 1-ელ იანვრამდე, თურქეთში ერთი დღით შესვლა არ ითვლებოდა ერთ კალენდარულ დღედ, რაც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძელვდა მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ ვიზის გარეშე 365 დღე გადასულიყვნენ.

საზღვრის კვეთის წესის გამკაცრების შესახებ წლის დასაწყისში ბათუმში თურქეთის გენერალურმა საკონსულომ განაცხადა. თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ვრცელდება თურქთის ყველა გამტარ პუნქტზე და ეხება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს. სამუშაო ვიზის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა დამსაქმებელთან დადებული ხელშეკრულება ან დამსაქმებლის მოწვევა, ნასამართლეობის შესახებ ცნობა, საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ფოტოსურათი ბათუმში, ან თბილისში თურქეთის საკონსულოში უნდა წარადგინონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]