weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა პოლიციას იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარეს

12:15 სამშაბათი, 16 იანვარი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალქალაქის და ახალციხის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა ოთხმა პირმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი ნივთიერება, ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ნებაყოფლობით ჩააბარა.

სულ ჩაბარებულია „აკმ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი“, 3 პისტოლეტი, სხვადასხვა კალიბრის 427 საბრძოლო ვაზნა, 20 ხელყუმბარა, 4 ყუმბარა, 2 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, ტროტილის 2 კოჭა და ტყვიის მაგვარი 4 საგანი.

აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]