weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხაშურში 41 წლის მშობიარე ქალის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ

12:46 სამშაბათი, 16 იანვარი 2018

ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში 41 წლის ლიანა ტაბატაძის გარდაცვალებაში მისი ოჯახის წევრები ექიმებს ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ქალი, რომელმაც მესამე შვილი გააჩინა, საავადმყოფოში ჯანმრთელი მივიდა.

„გვითხრა, მშობიარობის დამაჩქარებლები გამიკეთეს და მუცელი ამტკივდაო. მერე ეტყობა შეუჩერეს ეს დამაჩქარებლები. თურმე, ეხვეწებოდა, რომ საკეისრო გაეკეთებინათ, რაზეც უარი უთხრეს. ექიმმა უთხრა, ხვალ გაგიკეთებთ, ამაღამ დახმარება რომ დამჭირდეს, ვერავის დავიხმარებო. ოპერაცია დილით გაუკეთეს და ნარკოზიდან ვერ გამოვიდა“, - უთხრა „რუსთავი 2“-ს გარდაცვლილის დამ, ლეილა ტაბატაძემ.

ხაშურის მერაბ მათიაშვილის სახელობის საავადმყოფოს ხელმძღვანელი კახა ხელაძე განმარტავს, რომ საკეისრო კვეთა გართულებების გარეშე მიმდინარეობდა, თუმცა მოულოდნელად ქალს გული გაუჩერდა და რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„მედპერსონალმა ქალის მშობიარობა საკეისრო კვეთის გზით გადაწყვიტა, რადგან ნაყოფი ტერფებით წინ მდებარეობდა. საკეისრო კვეთა გართულებების გარეშე მიმდინარეობდა - ცოცხალი, დროული და ჯანმრთელი ახალშობილი ამოიყვანეს. სამწუხაროდ, ამის შემდეგ გულისცემის შეჩერება დაფიქსირდა. რეანიმაციულ ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა და პაციენტი გარდაიცვალა“, - ამბობს კახა ხელაძე.

ლიანა ტაბატაძის გარდაცვალების საქმეს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო სწავლობს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]