weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სახალხო დამცველი გამოძიებას თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახთან შუამავლობას სთავაზობს

15:19 სამშაბათი, 16 იანვარი 2018

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საგამოძიებო ორგანოებს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახთან შუამავლობას სთავაზობს. როგორც ნინო ლომჯარიამ სოფელ დუისში განაცხადა, მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს დიდი უსამართლობის გრძნობა აქვთ და გამოძიებამ მათ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.

„ოჯახსაც შევთავაზე და საჯაროდაც მინდა გავაკეთო ეს შეთავაზება: სახალხო დამცველი გამოძიებას სთავაზობს, რომ ჩვენ ვიყოთ ის სივრცე, სადაც ისინი შეძლებენ ოჯახთან კომუნიკაციას. ვთავაზობთ, რომ გარკვეული შუამავლის თუ ხიდის როლი შევასრულოთ, რათა ის ინფორმაცია, რისი მიწოდებაც შეიძლება, მაქსიმალურად იქნებს მიწოდებული ოჯახისთვის. ამ ადამიანებს აქვთ ძალიან დიდი უსამართლობის გრძნობა. ვფიქრობ, რომ გამოძიებამ მათ გარკვეულ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს. რა თქმა უნდა, ის კითხვები, რაც ოჯახის წევრებს უჩნდებათ, გვიჩნდება ჩვენც“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, სახალხო დამცველს პროკურატურიდან თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს გამოთხოვილი.

„არ ვიცით, რამდენად მოგვეცემა ამ ინფორმაციის გაცნობის საშუალება. კიდევ ერთხელ მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ სახალხო დამცველს მიეცეს შესაძლებლობა თუნდაც ადგილზე გაეცნოს მასალებს, კონფიდენციალურობის დაცვით, რადგან ჩვენ გვჭირდება იმის განცდა, რომ გამოძიებას ჰქონდა ყველა სათანადო მტკიცებულება, რაც მისცემდა მათ იმ განცხადებების გაკეთების საშუალებას, რაც გაკეთდა როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის ტერორისტებთან კავშირთან და მის განზრახვასთან მიმართებით, ასევე მის მიერ იარაღის ქონის და სროლის აუცილებლობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი დღეს პანკისის ხეობაში ჩავიდა, სადაც პანკისის სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს, ადგილობრივ პედაგოგებს და უხუცეს ქალთა საბჭოს წევრებს შეხვდა. ნინო ლომჯარია უხუცესთა კავშირის წევრებს და სალაფიტური თემის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]