კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 4% ტელეკომპანია „პირველს“ ენდობა, 3% - „მაესტროს“, 3% „ობიექტივს“, ასევე 3% რუსეთის პირველ არხს, 2% „აჭარის ტელევიზიას“, 2% - GDS-ს, 2% - „პალიტრა ტვ“-ს, 1 % კი რუსულ RTR-ს.
ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარადგინეს. აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 29 ნოემბერი - 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.