weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ირმა ინაშვილმა გაჭირვებულთა საქველმოქმედო ფონდში 13 000 ლარი შეიტანა

17:12 სამშაბათი, 16 იანვარი 2018

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა გაჭირვებულ მოქალაქეთა დასახმარებლად შექმნილ საქველმოქმედო ფონდ „ობიექტივს“ საკუთარი ხელფასიდან 13 000 ლარი შესწირა.

2017 წლის მარტში და აპრილში ირმა ინაშვილის შენატანის ოდენობა თვეში 1500 ლარი იყო, ხოლო მაისში, ივნისში, ივლისსა და დეკემბერში 2500 ლარს. 

საქველმოქმედო ფონდი ტელეკომპანია „ობიექტივის“ ჟურნალისტებმა 2017 წლის მარტში დააფუძნეს. ფონდის შექმნის მიზანს გაჭირვებული ადამიანების დახმარება წარმოადგენს, სადაც ყველა მსურველს შეუძლია ტანსაცმელი, საკვები ან ფულადი თანხა შესწიროს. 

ფონდის დაფუძნებასთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატები საკუთარი ხელფასიდან ფონდში საქველმოქმედო შენატანებს ყოველთვიურად მოახდენდნენ, პირადად თვითონ კი თვეში 1500 ლარს გაიღებდა. 

პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სხვა დეპუტატების მიერ ფონდში განხორციელებული შენატანების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით დეკლარირებული არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]