weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თეა წულუკიანი – მზად ვარ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები შევიფაროთ

10:29 ოთხშაბათი, 17 იანვარი 2018

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მინისტრმა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის წევრები იუსტიციის სახლში არ შეუშვა. თეა წულუკიანის თქმით, ის მზად არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები შეიფაროს და მუშაობის საშუალება მისცეს.

როგორც წულუკიანმა განაცხადა, პრეზიდენტმა 2017 წლის ბოლოს გადაწყვიტა, რომ მოქალქეობის საკითხთა კომისია მასთან უნდა მუშაობდეს, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ პრეზიდენტის სასახლეში არ გამოიძებნა ფართი კომისიის ექვსი წევრის სხდომებისათვის.  

„პრეზიდენტმა შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და კვლავ დაადგინა, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემა უნდა იყოს კომისიის სამუშაო ადგილი. რა თქმა უნდა, მე გამოვთქვამ მზაობას, რომ სხვა უწყების - პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ჩვენ შევიფაროთ და კომისიას მუშაობის საშუალება მივცეთ“, − აღნიშნა წულუკიანმა.

მინისტრმა კომისიის მუშაობაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მოქალაქეობის მინიჭების საკითხების განხილვისას, კომისია შეძლებს პრეზიდენტისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

„როგორც ქვეყნის იუსტიციის მინისტრი, მე გამოვთქვამ იმედს, რომ ამგვარად დაკომპლექტებული პრეზიდენტის კომისია საკუთარ თავში იპოვის ძალას, რომ პრეზიდენტს გაუწიოს წინააღმდეგობა, როდესაც ის უარს ეტყვის ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს მოქალაქეობის მიღებაზე. ჩვენ ამ წინააღმდეგობას მას ვუწევდით. იმედი მაქვს, რომ მისივე კომისია ამ წინააღმდეგობას გააგრძელებს იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი თანამემამულეები დავუბრუნოთ სამშობლოს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

მოქალაქეობის საკითხთა კომისია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადავიდა. მანამდე თეა წულიკიანმა განაცხადა, რომ 2017 წელს პრეზიდენტმა მოქალაქეობის მინიჭებაზე 565 პირს უარი უთხრა. მისივე თქმით, 565 პირიდან 89% საქართველოს ყოფილი მოქალაქე, საქართველოში დაბადებული ან მათი ოჯახის წევრი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]