weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დუდაევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ საქართველოში გადავიდა – ნანიევი

11:30 ოთხშაბათი, 17 იანვარი 2018

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მარეკ დუდაევის მკვლელს ეძებენ. როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამთავრობო მედიას დე ფაქტო შს მინისტრმა იგორ ნანიევმა განუცხადა, მკვლელის ვინაობა დადგენილია.

„ეჭვმიტანილმა მიმალვა მოახერხა. სავარაუდოდ, ის საქართველოში გადავიდა“, – განაცხადა ნანიევმა.

ე.წ. სამართალდამცავების ინფორმაციით, საქართველოში მარეკ დუდაევის მკვლელის ნათესავები ცხოვრობენ. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ეჭვმიტანილის ვინაობის დასახელება არ სახელდება.

მარეკ დუდაევის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ის სოფელ არცევის ყოფილ კლუბში მოკლული იპოვეს. დუდაევს ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ჰქონდა ნასროლი.

მარეკ დუდაევი ქართველმა სამართალდამცველებმა 2004 წლის მარტში დააკავეს. 2005 წელს ის სასამართლომ მკვლელობაში, ფულის გამოძალვისა და ყაჩაღობაში დამნაშავედ ცნო და 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დუდაევი პატიმრობაში 9 წელი იმყოფებოდა. მას ამნისტიის მუხლები შეეხო, რის შედეგადაც ოთხწლიანი საპატიმრო ვადა ჰქონდა დარჩენილი, თუმცა შეკრებითობის პრინციპის გაუქმებით ესეც მოეხსნა და 2013 წელს პატიმრობიდან გათავისუფლდა. თავად დუდაევი ბრალს არ აღიარებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]