weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გორში საბავშვო ბაღი გაქურდეს

12:49 ოთხშაბათი, 17 იანვარი 2018

გორის მუნიციპალიტეტში, N1 ბაგა-ბაღი „ინტელექტი“ გაქურდეს. ბაღის დირექტორის, ლალი ბაიაძის განცხადებით, ქურდი შენობაში გუშინ, გვიან ღამით, ფანჯრიდან შევიდა. წაღებულია ორი პორტატული პერსონალური კომპიუტერი და ერთი მონიტორი.

„დღეს დილით, როდესაც თანამშრომელს ლეპტოპი დასჭირდა, კარადაში არ დახვდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მეორე ლეპტოპი ჩემი სამუშაო ოთახიდანაც არის წაღებული. ასევე, კედლიდან არის ჩამოხსნილი მონიტორი. არც ფანჯარაა გატეხილი და არც კარები. ქურდმა დერეფანში ერთ-ერთი ფანჯარა დიდი ხნის წვალების შედეგად გააღო და ამ გზით შემოვიდა შენობაში. შემთხვევა ღამის ორიდან სამ საათამდე მოხდა“, - ამბობს საბავშვო ბაღის დირექტორი.

ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]