weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მარეკ დუდაევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 32 წლის ვიაჩესლავ კაზიევია

21:40 ოთხშაბათი, 17 იანვარი 2018

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მარეკ დუდაევის მკვლელობისთვის მის თანასოფლელს, 32 წლის ვიაჩესლავ კაზიევს ეძებენ. მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ გაასაჯაროვა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ე.წ. პროკურატურა საქმეს განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ ტარების მუხლებით იძიებს.

მარეკ დუდაევის ყოფილი მეუღლის მარფა ვაზაგოვას განცხადებით, ვიაჩესლავ კაზიევთან კონფლიქტი დუდაევს ადრეც ჰქონდა. „როგორც ჩანს, ამ კონფლიქტის შემდეგ მკვლელს მისი ეშინოდა. ის მარეკის ფერმაში მივიდა და უკნიდან თავში ესროლა“, - ამბობს მარფა ვაზაგოვა, რომელსაც კონფლიქტის მიზეზი არ დაუსახელებია.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის იგორ ნანიევის განცხადებით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმალება.

მარეკ დუდაევი 16 იანვარს მოკლეს. იგორ ნანიევის განცხადებით, სამართალდამცავ ორგანოში 19:30 საათზე შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ არცევის ყოფილი კლუბის შენობაში მარეკ დუდაევის ცხედარი იპოვეს. ექსპერტებმა დაადგინეს რომ დუდაევს თავში ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

მარეკ დუდაევი 2004-2013 წლებში ქართულ ციხეში იხდიდა სასჯელს. ის მკვლელობისთვის, ყაჩაღობისა და ფულის გამოძალვისთვის იყო მსჯავრდებული და 23 წელი ჰქონდა მისჯილი. ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობა მის გადაცემას წლების განმავლობაში ითხოვდა. მარეკ დუდაევს ამნისტია შეეხო, რის შედეგადაც ოთხწლიანი საპატიმრო ვადა ჰქონდა დარჩენილი, თუმცა შეკრებითობის პრინციპის გაუქმებით ესეც მოეხსნა და 2013 წელს პატიმრობიდან გათავისუფლდა. თავად დუდაევი ბრალს არ აღიარებდა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება მას საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების მიერ დევნილად მიიჩნევს.

მარეკ დუდაევის ერთადერთი ძმა, ერიკ დუდაევი, ორი წლის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ის ორი ვადით იყო არჩეული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]