weather cur horoscope tv
ოქტომბერი 16, 2019

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები 3 ივლისს გაიმართება

16:05 ორშაბათი, 15 მაისი 2017 hits 1134

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 29 მაისის ჩათვლით გაგრძელება. რექტორის არჩევნები 3 ივლისს გაიმართება.

რექტორობის კანდიდატი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ, სასწავლო და სამეცნიერო სფეროში მუშაობის გამოცდილება.

რექტორის არჩევნებში მონაწილეობისთის კანდიატმა უნდა წარადგინოს განცხადება - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე; ავტობიოგრაფია; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი; შრომითი გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი; სამოქმედო გეგმა.

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლია მიმართოთ ტელეფონის შემდეგ ნომერზე: 577 97 57 79

რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით.

2013 წლის 3 ივლისიდან სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძეა.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]