რექტორობის კანდიდატი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ, სასწავლო და სამეცნიერო სფეროში მუშაობის გამოცდილება.
რექტორის არჩევნებში მონაწილეობისთის კანდიატმა უნდა წარადგინოს განცხადება - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე; ავტობიოგრაფია; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი; შრომითი გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი; სამოქმედო გეგმა.
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლია მიმართოთ ტელეფონის შემდეგ ნომერზე: 577 97 57 79
რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით.
2013 წლის 3 ივლისიდან სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძეა.