weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გერმანიაში მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე და მისი მეუღლე დააკავეს

10:33 ხუთშაბათი, 18 იანვარი 2018

გერმანელმა სამართალდამცავებმა, ქალაქ ულმში 59 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე და მისი მეუღლე დააკავეს.

გერმანული მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, 39 წლის მამაკაცი და მისი ეროვნებით რუსი მეუღლე ულმის მცხოვრებს ბინის გაქურდვის მიზნით დაესხნენ თავს. მედიის ცნობით, მათ 59 წლის მამაკაცი წააქციეს, მან თავის დაზიანება მიიღო და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავდასხმას მოკლულის 91 წლის დედაც შეესწრო.

ქურდობაში ბრალდებულები შემთხვევიდან 4 დღის შემდეგ დააკავეს. ბინიდან წაღებული ნივთები პოლიციამ ვერ იპოვა. ბრალის დამტკიცების შეემთხვევაში ქურდობაში ბრალდებულ ცოლ-ქმარს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]