weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სოფელ კუმურდოში სომხურენოვანი სკოლა გაიხსნა

12:10 ხუთშაბათი, 18 იანვარი 2018

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 450 მოსწავლისთვის გათვლილი სომხურენოვანი სკოლა აშენდა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლა აღჭურვილია ახალი ინვენტარით და თანამედროვე ტექნიკით. ასევე სტანდარტული ზომის სტადიონით, სარბენი ბილიკით, საცურაო აუზით, ფრენბურთისა და კალათბურთის მოედნებით. 

ადგილობრივი სააგენტო Jnews-ის ინფორმაციით, სკოლის გახნის ღონისძიებას ესწრებოდა შუშანიკ მგდესიანი, რომელის ოჯახიც სკოლის მშენებლობის ინიციატორი და დამფინანსებელი იყო. მან სომხეთის დიასპორის სამინისტროსგან მადლობის წერილი და მედალი მიიღო.

სოფელ კუმურდოში სკოლა 20 წლის განმავლობაში სოფლის კლუბის ავარიულ შენობაში იყო განთავსებული. როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განაცხადეს, სამინისტრო ზრუნავს ეთნიკური უმცირესობების განათლებაზე, მათ ინტეგრაციაზე და ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]