ინციდენტი თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაპირისპირების მიზეზი უცნობია.
ექიმის ინფორმაციით, დაზარალებულს, რომელსაც მრავლობით ჭრილობები აქტიური სისხლდენით ქვედა კიდურის არეში აღენიშნებოდა, გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.