weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ინტენსიური თოვის გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდა

01:13 პარასკევი, 19 იანვარი 2018

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა.

ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ65 (ვაზიანი-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე შეზღუდვები არ მოქმედებს.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი 18 იანვარს გაუარესდა. გარემოს ეროვნული სააგეტოს ინფორმაციით, 20 იანვრის დღის პირველ ნახევრამდე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში კი ქარბუქი. სინოპტიკოსების მიერ ზღვაზე 4–6 ბალიანი შტორმია პროგნოზირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]