მუშის დაღუპვის ფაქტს შრომის ინსპექცია შეისწავლის. წინასწარი ინფორმაციით, ის ჩაფხუტისა და უსაფრთხოების ქამრის გარეშე მუშაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.